სასწავლო ელექტრონული რესურსის
შექმნის და გამოყენების რეფლექსია
1. სტრატეგიის
სახელწოდება--“ბიოტური ფაქტორები’’ 2.რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ციფრული ობიექტი-
ამ თემის
შესასწავლად საჭიროა
გამოიყენო სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: ტაბულები, ილუსტრაციები, ვიდეო და სხვა საგანმანათლებლო
რესურსი.
ამ პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეები
გაეცნენ ბიოტური ფაქტორების შემადგენელ
კომპონენტებს,მათ შორის,
მცენარეების და ცხოველების ურთიერთობის
ფორმებს. მოსწავლე აღწერს ეკოსისტემაში
ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს
და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე.
3.
რამ განაპირობა ამ
კონკრეტული ციფრული რესურსის შერჩევა/გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისათვის-- ამ თემისთვის განსახილველი ტაბულები, ილუსტრაციები დიდი
მოცულობისაა, ასევე საჭიროა მათ
გამოსაყენებლად დიდი მოცულობის ადგილი . ერთხელ განხილულის ხელახლა ჩვენება.
ეს კი შრომატევადია და
მოითხოვს დიდ
დროს.
4.რა დადებითი გავლენა ჰქონდა ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სასწავლო პროცესზე---ციფრული
რესურსის ამ
სახით გამოყენებამ საშუალება მომცა
მოკლე დროში
მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა მოსწავლეებისთვის .ასევე მომეცა გამეორების საშუალებაც, რათა შემემოწმებინა რამდენად
კარგად გაიგეს
მათ ახსნილი
მასალა, ამასთან, სწრაფად და
მარტივად მიეცა
კლასს
დამოუკიდებელი სამუშაო.
5.
მიღწეული შედეგები--ასეთი მეთოდით სწავლება
აინტერესებთ მოსწავლეებს, მათ გაუადვილდათ მასალის
ათვისება, ვინაიდან მის
შესასწავლად არ
არის საჭირო
ბევრი მასალის მოძიება და დრო.
პრეზენტაცია ახდენს
მთელი კლასის
ყურადღების კონცენტრაციას და ხდება
ადვილი მოსასმენი და ბუნებრივია ათვისების ხარისხიც
საკმაოდ მაღალია.
No comments:
Post a Comment