ექსკურსიები

Tuesday, July 7, 2015

მ ე რ ო გ ო რ ი ვ ა რ

                                                       

              ,, აზა   მაასწავლებელო,    მკაცრი  ხართ,  მაგრამ  სამართლიანი!" -  ეს  ჩემი  მოსწავლეების  შეფასებაა.                                                                                                                             ეს  ნათქვამი  კომპლიმენტადაც  მივიღე  და  კრიტიკადაც.  ალბათ  იმიტომ,  რომ  მინდა  მომთხოვნი ვიყო  და  შესაძლებლობების  მაქსიმალურად  გამოვლენა  მოვთხოვო  მათ,  მეორე  მხრივ,  შევფიქრიანდი,  ზედმეტად  ხომ  არ  ვმკაცრობ?... მინდა,     ვიყო  მომთხოვნი,  თან   თბილი  და  მოსიყვარულე;   ნუთუ  არ  გამომდის?!სულ  იმის ცდაში  ვარ მათში  დადებითი, პოზიტიური  დავინახო ,გავამხნეო  და  დიდი სურვილი  მაქვს ჩემში ისინი მეგობარს ხედავდნენ, მენდობოდნენ.
       სკოლაში     გეგრაფიას  მასწავლიდა   ვერა შეროზია, მომთხოვნი, პრინციპული და სამართლიანი.                                                                                                                       ქართულს  ფედოსი იობაია(.ჩვენი ფიო)ცოცხალი   მოსიარულე   ენციკლოპედია გვასწავლიდა,   რომელიც.ძლიერ  იყო  შეყვარებული    მშობლიურ  ენაზე, კულტურაზე. ტრადიციებზე.   მის გაკვეთილზე  ვსწავლობდით  მსოფლიო კულტურას,რადგან დაგვატარებდა   მსოფლიო  კულტურის  ლაბირინთებში,   ობობასავით  აბამდა ქსელს,  ლაბირინთებში   მსოფლიოს  შედევრებთან.      ვადარებდით,ვეძებდით განსხვავებას, ვადგენდით  მათი განსხვავების  მიზეზებს.ამით   ვსწავლობდით  მეგობრობას., ტოლერანტობას...ე.ი. ცხოვრებას.                                                                                                                        მათემატიკას   კი უსაყვარლესი  და სათნო ლუიზა  გოჩალეიშვილი,.ერუდირებული,რკინისებური ლოგიკით, მომთხოვნიდა სამართლიანი,სპეტაკი დიდი მოსიყვარულე გულით. იყო  ჩვენი მესიდუმლე .მას  სიყვარულით გაჭირვების  ტალკვეს ვეძახდით.                                                                          ამ   სამმა    შესანიშნავმა პიროვნებამ მიბიძგა პროფესიის   არჩევაში.                                                    სკოლაში  ყველა საგანს  კარგად ვსწავლობდი.აქტიურ მონაწილეობას  ვღებულობდით  სკოლის   სასწავლო სააღმზრდელო  ღონისძიებებში.. ხშიდად  ვატარებდით გაკვეთილებს. უფრო  მეტად მათემატიკის გაკვეთილის  ჩატარება მიხდებოდა , რადგან საგანი ძალიან მიყარდა.მოსწავლეებს მასწავლებლის პოზიციიდან ვაფასებდი, ნიშნებს ვწერდი.მაშინაც მომთხოვნი ვიყავი  და ეს ჩვევა ბოლომდე  გამომყვა.სკოლამ და ჩემმა აღმზრდელებმა საკმაო გავლენა  იქონია ჩემი მომალი პროფესიის არჩევაში.      ძალიან  მინდიოდა   ვყოფილიყავი  ისეთი როგორიც  იყო ,,ფიო'', ვერა და ლუიზა მასწავლებელი... უკვალოდ ხომ არაფერი იკარგება.                   .მერე   ინსტიტუტი. ბოლოს სკოლა. ბედნიერი ვარ, სკოლაში რომ ვმუშაობ, მე ჩემი საქმე ვიპოვე . ძალიან მიყვარს ჩემი ,,ჭიამაიები'',,,',, მერცხლები''.                                                          ენერგიას არ  ვიშურებ იმისათვის,რომ ჩემმა  შრომამ   ნაწილის ცხოვრება სასიკეთოდ  შეცვალოს, მათვის კარგი მეგზური და უფროსი მეგობარი ვიყო.    თუ ამ მცირედს  მივაღწიე  ბედნიერ ადამიანად ჩავთვლი თავს.

        
    1.გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

 2..გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი  ბავშვებს

3.ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

4.იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

5.. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

6.. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

7.სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

                                                                                         მისტრალი




,,იყო კარგი მასწავლებელი, ეს გმირობის ტოლფასია''

  1.გაინტერესებდეს საქმენი შენნი.                                                             2.იცოდე საგანი შენი.  3.უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესოსაშუალებაა,ოდეს თავად აღმოაჩენ.  4.ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა,რას ელიან  შენგანპატივ-ეც სატკივარსა მათსა,ძალგედვას მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.  5.არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ისწრაფვოდე,  დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულიმუშაობის უნარსა და კეთილჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.6.დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.                                                                                                   7.დააჩვიე ყმაწვილიმტკიცების წესსა და რიგსა.              8.ჰპოვე ამოცანაში ისრაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს.აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.      9.არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რაითა თავად მოწაფემანგამოიცნოს საიდუმლო იგივიდრე განუმარტავდე შენთავად იპოვონ, რაც შეიძლება მეტი.             10.კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა.                                                         იყო კარგი მასწავლებელი, ეს ძალიან რთულია.  იყო კარგი მასწავლებელი, ეს გმირობის ტოლფასია .იყო კარგი მასწავლებელი, ეს ბედნიერებაა.                                                                                                               ჯორჯ პოიას ,,მასწავლებლის ათი მცნება"




                                                                       

   
















No comments:

Post a Comment