ექსკურსიები

Sunday, July 5, 2015

ს ი ლ ა ბ უ ს ი X კ ლ ა ს ი.

    ს ი ლ ა ბ უ ს ი

სილაბუსი   2014-  2015   სასწავლო    წელი


განხილყლია:                                                  შეთანხმებულია


ქალაქ      რუსთავის   #  11  საჯარო  სკოლა

საბუნებისმეტყველო   კათედრის    გამგე:

დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს            მ ო ა დ გ ი ლ ე:                   | ნ.   გორდეზიანი|



                                                  ბ ი ო ლ ო გ ი ა


ამტკიცებს           სკოლის             დირექტორი                             /გ. შეყილაძე/


სწავლების       კლასი-      X  
                                               
სასწავლო       საგნის  სწავლების   ხანგრძლივობა       ორი     სემესტრი
 საათების     რაოდენობა:     108სთ    (კვირაში   სამი   საათი)                                     
 მასწავლებელი:      აზა        მიმინოშვილი.  

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·           ინტერესი ბიოლოგიის  მიმართ;
·           ბიოლოგიის  მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.


საშუალო საფეხური  (X- XII კლასები)
X  კლასი სწავლების ბოლო საფეხურია. ამ დროს ღრმავდება საბუნებისმეტყველო განათლება, საფუძველი ეყრება პროფესიულ ცოდნას, რათა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლის გაგრძელება, სრულფასოვანი განათლების მიღება და თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიაზროს საბუნებისმეტყველო დარგში მუშაობის თავისებურებანი, დააფასოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისათვის და გაცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მას, როგორც მკვლევარს და მოქალაქეს.
სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
·           პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე.
·            
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:


1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები .
2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშ-თვისებები.
6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები  მცენარეებსა და ცხოველებში.

ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.

ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.

ბიოლ. X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს    მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.11.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის  შენარჩუნებისათვის (ჰომეოსტაზი).
ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს   სხვადასხვა გარემოში მობინადრე    ორგანიზმების მოძრაობის თავისებურებებზე.
პროგრამის შინაარსი

უჯრედი. უჯრედული თეორია, ორგანოიდები და მათი ფუნქციები, ატომური და მოლეკულური შედგენილობაბიოპოლიმერებიპლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა.

საკვები და საჭმლის მონელება. კვების ტიპები, საკვების მრავალფეროვნება, წყალი, მინერალური მარილები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები. ამ კომპონენტების შეფარდებითი შემცველობა საკვებში და თითოეულის ძირითადი დანიშნულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი აგებულება და ცალკეული ნაწილების ფუნქციები; ფერმენტების დანიშნულება და მოქმედების თავისებურებანი.

ფოტოსითეზი და ნივთიერებათა ტრანსპორტი მცენარეებში. ფოტოსინთეზი და კვება,  ფოტოსინთეზის ინტენსივობა,  ფოთოლი და ფოტოსინთეზი,  ფოტოსინთეზი და გარემო, მცენარე და მინერალები,  ფესვების მიერ წყლის და მინერალების შეწოვა, სატრანსპორტო სისტემა მცენარეებში,  წყლის მოძრაობა მცენარეში, ტრანსპირაცია.

ჰომეოსტაზი.  ჰომეოსტაზის ზოგადი დახასიათება, ჰომეოსტაზის ხელშემწყობი პირობები, კონტროლი სხეულის ტემპერატურაზე, ექსკრეცია: მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტების გამოყოფა, ოსმორეგულაცია და თირკმელების უკმარისობა.

კოორდინაცია და პასუხი გაღიზიანებაზე.  გაღიზიანებადობა და აღგზნებადობა - ცოცხალის თვისებები. კოორდინაცია: ნერვული სისტემა,  ნეირონები და რეფლექსური რკალი, ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია; ტვინი, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პროცესორი, ნარკოტიკების დამაზიანებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რეცეპტორები და შეგრძნება; თვალი, როგორც შეგრძნების ორგანო, ენდოკრინული სისტემა.

სუნთქვა.   ორგანიზმის ენერგეტიკული მასალა, ნახშირწყლების სხვადასხვა ტიპები, აერობული და  ანაერობული პროცესები, ატფ.  სუნთქვა სხეულის ზედაპირით, ტრაქეებით, ლაყუჩებით, ფილტვებით. ადამიანის სუნთქვითი პარამეტრები, აირთა ცვლა -  ჟანგბადით მომარაგება, ფილტვის ვენტილაცია, თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებები.

სისხლი და სისხლის მიმოქცევა.  ნივთიერებათა ტრანსპორტი  ცხოველებში, სისხლის კომპონენტები და მათი ფუნქციები.   ნივთიერებების  ცვლა სისხლსა და ქსოვილებს შორის კაპილარებში. გული, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის ტუმბო. სისხლის წნევის რეგულაცია და ვარჯიშის მნიშვნელობა. გული (აგებულება, ცირკულაცია, აორტა, ღრუ ვენები, ფილტვის არტერია და ვენა, წინაგული, პარკუჭი). გულის მუშაობა. კორონარული მომარაგების დარღვევა.

მოძრაობა. ჩონჩხი, ჩონჩხის ძვლების შეთანხმებული მოქმედება, კუნთების შეკუმშვა და ენერგია.  მოძრაობა ჰაერში, მოძრაობა წყალში.
საკლასო  მენეჯმენტის     ხერხები:    ჯგუფური,  ინდივიდუალური,  წყვილებში, მთელ  კლასთან...


მეცადინეობის   ფორმები:  ლექციური,      სემინარული, ლაბორატორიული....


სწავლების  მეთოდები   (  აქტივობები):   გონებრივი  იერიში,   ტექსტზე   მუშაობა,   დიაგრამა,   ამოცანებისა   და   სავარჯიშოების   ამოხსნა,   პრეზენტაცია ,  რეფერატის  მომზადება, დისკუსია, დებატები,  სემინარები, ცდის  ჩატარება.  ნათელი  და  ბუნდოვანი.


შეფასება:  ტესტირება,  დემონსტრირება

გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

1.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
2.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
3. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
საშინაო დავალება;
საკლასო  დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
1) საშინაო დავალებ
დავალების ტიპები: საშინაო  ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება,  კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2. საკლასო დავალებ
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    სოციალური უნარ-ჩვევები;
5.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი დავალებ
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები აფასებს საბუნებისმეტყველო საგნების  სტანდარტით განსაზღვრული  შედეგების მიღწევის დონეს.
შემაჯამებელი დავალების ფორმები:  რეფერატი, პროექტი, ტესტირება, საკონტროლო წერა
შემაჯამებელი დავალებები რაოდენობა:
სემესტრი: 2
II სემესტრი: 3
ფასდება შემდეგი უნარები:
  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.

საგანმანათლებლო რესურსები:

ა)  მარინა სეხნიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი ბიოლოგია , მე-10 კლასის სახელმძღვანელო. გამომც. „კლიო“ და „მერიდიანი“
-მასწავლებლის წიგნი;
-  სამუშაო  რვეული;
-  ტაბულები;
-  პლაკატები;
- მულაჟები;
-  მოდელები;
- ვიდეო;
-სლაიდები;
-დისკები.
ბ,) დამხმარე  ლიტერატურა:
1.აივენგო შათირიშვილი., სულხან ცაგარელი. ბიოლოგია
2. მარინა სეხნიაშვილი. გენეტიკის ამოცანათა კრებული
გ)   საგანმანათლებლო  ელექტრონული  რესურსები:http://www.youtube.com/, vicipedia.com,  google.com

სამუშაო    დისციპლინა

გაცდენების   დასაშვები   რაოდენობა:   33   საათი    წელიწადში.


წახალისების  ფორმები;         სხვადასხვა      ღონისძიებებში   აქტიური   ჩართვა.



     

No comments:

Post a Comment