ს ი ლ ა ბ უ ს ი
სილაბუსი 2014- 2015 სასწავლო წელი
განხილულია: შეთანხმებულია
ქალაქ რუსთავის # 11 საჯარო სკოლა
საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე:
დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს მ ო ა დ გ ი ლ ე: |ნ. გორდეზიანი|
ბ ი ო ლ ო გ ი ა
ამტკიცებს სკოლის დირექტორი / გ. შეყილაძე/
სწავლების კლასი- I X
სასწავლო საგნის სწავლების ხანგრძლივობა ორი სემესტრი
საათების რაოდენობა: 72 სთ (კვირაში ორი საათი)
მასწავლებელი: აზა მიმინოშვილი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ამოცანები:
ცოდნა:
· ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
· გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
· დაკვირვება, აღწერა;
· კვლევის საგნის განსაზღვრა;
· კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
· აღრიცხვა;
· კლასიფიკაცია;
· გაზომვა;
· კომუნიკაცია;
· მონაცემების ინტერპრეტაცია;
· განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
· ცდის დაგეგმვა;
· ცდის ჩატარება;
· მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
· მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
· ინტერესი ბიოლოგიის მიმართ;
· ბიოლოგიის მნიშვნელობის გააზრება;
· ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
· თანამშრომლობის სურვილი;
· გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
· უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
საბაზო საფეხური . სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეს კიდევ უფრო მეტად უვითარდება შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ის მოვლენების გარეგნული აღწერიდან გადადის მოვლენათა არსის წვდომაზე, შეიმეცნებს ძირითად ფიზიკურ, ქიმიურ კანონებს და ბიოლოგიურ კანონ-ზომიერებებს. მოსწავლე იწყებს ემპირიული გზით სამყაროს აღქმას, შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
· კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
· სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
· ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
· კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
· პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ბიოლ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნების (ჰომეოსტაზის) მნიშვნელობაზე.
ბიოლ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და ჩანასახის განვითარების სტადიები.
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანისთვის
ბიოლ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშან-თვისებები.
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს.
ბიოლ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
პროგრამის შინაარსი
ქსოვილები - ეპითელური, კუნთოვანი, შემაერთებელი, ნერვული, აგებულება, ფუნქციები.
კანი - აგებულება, ფუნქციები (დამცველობითი, თბორეგულაცია, შეხება), ჰიგიენა; პირველადი დახმარება დამწვრობის, მოყინვის, სითბური და მზის დაკვრის დროს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ძვლის ქიმიური შედგენილობა, ძვალთა შეერთების სახეები. ჩონჩხის (მომხრელი-გამშლელი; უნებლიე-ნებითი) და მიმიკური კუნთები. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჰიგიენა და პირველადი დახმარება ჩონჩხის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.
შეგრძნების ორგანოები - სმენის, მხედველობის; ჰიგიენა.
ენდოკრინული სისტემა - შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ჰიპოფიზი, ფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმელზედა, სასქესო). მათი როლი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულირებაში. ჯირკვლების ჰიპერ- და ჰიპოფუნქციით გამოწვეული დაავადებები. ენდემური ჩიყვის კერები საქართველოში, პროფილაქტიკა. დიაბეტი.
ნერვული სისტემა - თავისა და ზურგის ტვინი, აგებულება, ფუნქციები; პერიფერიული ნერვული სისტემა. რეფლექსი, რეფლექსური რკალი. პირობითი და უპირობო რეფლექსები. ნერვული სისტემის როლი ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების რეგულირებაში.
სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა და პირველადი დახმარება სხვადასხვა სახის სისხლდენის შემთხვევაში.
სუნთქვის სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა, ხელოვნური სუნთქვა, დაავადებები (მაგ., ტუბერკულოზი).
კვება და საჭმლის მონელების სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები, ჰიგიენა.
გამომყოფი სისტემის ორგანოები, მათი ძირითადი ფუნქციები (გამოყოფა, ჰომეოსტაზი).
გამრავლების ორგანოები, ჩანასახის განვითარების სტადიები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ., შიდსი).
ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშნები.
ცოცხალი სისტემის ზოგიერთი ძირითადი კრიტერიუმი: კვება, გაღიზიანებადობა, გამოყოფა, მოძრაობა, ზრდა, გამრავლება, ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა (სუნთქვა, ფოტოსინთეზი).
ცოცხალი სისტემის ორგანიზაციის დონეები: მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანიზმული, სახეობრივი, ეკოსისტემური, ბიოსფერული.
გენეტიკა და სელექცია.
მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, როგორც ცოცხალი ორგანიზმების თვისებები;
მემკვიდრეობითობის ციტოლოგიური საფუძვლები (მიტოზი, მეიოზი, გამეტების ჩამოყალიბება ცხოველებში).
მემკვიდრეობითობის კანონები: ერთგვარობის კანონი, დათიშვის კანონი, გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი, სქესის მემკვიდრეობა.
ადამიანის გენეტიკა (შესწავლის ზოგიერთი მეთოდი და მემკვიდრული დაავადებები).
ცვალებადობა და მისი ფორმები (არამემკვიდრული და მემკვიდრული ცვალებადობა).
გენეტიკის როლი სელექციასა და მედიცინაში.
ევოლუციური მოძღვრება.
ევოლუციური მოძღვრების ჩამოყალიბება ( ლამარკის, დარვინისა და უოლესის ევოლუციური თეორია).
ევოლუციის დამამტკიცებელი არგუმენტები.
ევოლუციის თანამედროვე თეორია.
ევოლუციის საბოლოო შედეგი (შეგუებულობა, ახალი სახეობების წარმოქმნა).
ეკოლოგია
ეკოსისტემების ძირითადი ფაქტორები (აბიოტური, ბიოტური, ანტროპოგენური).
კვებითი დონეები ეკოსისტემებში: პროდუცენტები, კონსუმენტები (მცენარეჭამია და ნაირჭამია ცხოველები, მტაცებლები, პარაზიტები) და რედუცენტები.
ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედება ეკოსისტემაში: ენერგიის ნაკადი, კვებითი ჯაჭვები და ქსელები, ეკოლოგიური პირამიდები, ეკოსისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგები.
ურიერთდამოკიდებულება ორგანიზმებს შორის - ნეიტრალიზმი, სიმბიოზი, კონკურენცია, პარაზიტიზმი, მტაცებლობა.
ნივთიერებების (წყლის, ნახშირორჟანგის, ჟანგბადის) წრებრუნვა ბუნებაში, მკვდარი ორგანიზმების დაშლა.
გარემოს გლობალური და ლოკალური ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობა.
საკლასო მენეჯმენტის ხერხები: ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში, მთელ კლასთან.
მეცადინეობის ფორმები; ლექციური, სემინარული, ლაბორატიული....
სწავლების მეთოდები ( აქტივობები): გონებრივი იერიში, ტექსტზე მუშაობა,
ვენის დიაგრამა პრეზენტაცია, ამოცანებისა და სავარჯიშოების ამოხსნა, დისკუსია, დაკვირვება , ანალიზი, დებატები ლექცია....
გაკვეთილის ტიპები: ახსნის, განმტკიცების, კომბინირებული, შემაჯამებელი.
შეფასება
გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
1) საშინაო დავალება
დავალების ტიპები: საშინაო ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2. საკლასო დავალება
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. სოციალური უნარ-ჩვევები;
5. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5. სოციალური უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი დავალება
შემაჯამებელი დავალების ფორმები: რეფერატი, პროექტი, ტესტირება, საკონტროლო წერა
შემაჯამებელი დავალებები რაოდენობა:
I სემესტრი: 2
II სემესტრი: 3
ფასდება შემდეგი უნარები:
- სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5. სოციალური უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
საგანმანათლებლო რესურსები:
ა) მალხაზ მაყაშვილი, რუსუდან ახვლედიანი ბიოლოგია. მე-8 კლ. გამომცემლობა: „კლიო“, „მერიდიანი“
მალხაზ მაყაშვილი, მარინა ჯალიაშვილი. ბიოლოგია მე-9 კლ.გამომცემლობა: „კლიო“, „მერიდიანი“
-მასწავლებლის წიგნი;
-სამუშაო რვეული;
- ტაბულები;
-პლაკატები;
-მულაჟები;
- მოდელები;
-ვიდეო;
-სლაიდები;
- დისკები.
ბ) დამხმარე ლიტერატურა:
1.აივენგო შათირიშვილი., სულხან ცაგარელი. ბიოლოგია
2. ცუზმერი. ბიოლოგია. მე-9 კლასი
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (პლაკატები, მოდელები );
გაცდენების დასაშვები რაოდენობა; 72საათი წელიწადში.
წახალისების ფორმები: სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართვა.
--------------------------------------------------------------------------------------------
No comments:
Post a Comment