ექსკურსიები

Tuesday, July 7, 2015

რ ე ს უ რ ს ე ბ ი( ვიდეოები. თეორიული ლიტერატურა და სხვა)




5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე - ქართველთა დნმ-ის კვლევის პასუხები
"ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის... უძველესი ცივილიზაციებისურარტუსა დაქალდების გენეტიკური მემკვიდრე"
"დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს"


"
ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურებიასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ისთვალსაზრისითრომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ"
ქართველთა დნმ-ის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რეზონანსული თემაა. საზოგადოებას აინტერესებს რა შედეგამდე მივყავართ ამ კვლევას. დნმ-ის კვლევა გვაძლევს უტყუარ ისტორიულ სურათს, სად და რა ეპოქაში დაიწყო იმ ხალხის განვითარება, ვისგანაც შემდეგ ქართველი ერი ჩამოყალიბდა... საქმე ეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინანდელ ისტორიას

გიორგი ანდრიაძეკავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი,მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგენეტიკური კომისიის წევრი:
- ეთნოგენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩვენი განვითარების სქემა... შეიძლება ითქვას, რომ პირველადი სურათი ნათელია: ქართველ ადამიანში დომინანტურია J2 და G2 ჰაპლოჯგუფები. ისინი თანაბარი პროპორციით არიან განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობაში. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომJ2 და G2 ჰაპლოჯგუფების წარმოშობისადგილია ვანის ტბის მიდამოები და შუამდინარეთის ზემო წელიასევე ზაგროსის მთების რეგიონიკვლევისშედეგები ადასტურებს ჰიპოთეზასრომ ქართველები არიან უძველესი ცივილიზაციებისურარტუსა დაქალდების გენეტიკური მემკვიდრეებირომლებიც უწინ ფართო არეალზე იყვნენ განსახლებულიუცხოტომებისგან შევიწროებულებმა თავისი ქვეყნის ცენტრი თანდათან ჩრდილოეთისკენ გადაიტანეს. ჩამოყალიბდა ქალდეა (ტრაპიზონის რეგიონი), კოლხა, იბერია და მისი შემქმნელი ერთი ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი - ქალდები, ანუ გვიანდელი კოლხები


დავიწყეთ ვიწრო ჯგუფების კვლევაც... წოვა-თუშები გამოვიკვლიეთ, რომლებიც ვაინახური ენის ერთ-ერთ დიალექტზე ლაპარაკობენ, არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, ცხოვრობენ თუშეთში და ყველა საომარ სიტუაციაში ქართველების გვერდით იდგნენ. დნმ-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ისინი არიან J2 ჯგუფის წარმომადგენლები.
ფერეიდნელი ქართველების 90% წარმოადგენს ქართველთა ჯგუფისთვის დამახასიათებელ J2 ჰაპლოჯგუფს.
ვაგრძელებთ ლაზების კვლევას. მათი გენეტიკური ჯგუფიც აბსოლუტურად ქართულია...
გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობისურარტუ მართლაცუძველესი წინარექართული სახელმწიფოა.წინარექართული რასა არა მხოლოდ აქ დაიბადა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არამედ კავკასიონიდან გაცილებით სამხრეთით იყო განფენილი და .. ნაყოფიერ შუამდინარეთს ემიჯნებოდა
ქართველების გარდა კიდევ ვინ არიან ამ წინარერასიდან წარმოშობილი ერები

-
ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი, .. ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ წინარერასიდან არიან. ქურთებიც წარმოშობილი არიან ქალდეის ხალხისგან. აღარაფერს ვამბობ ჩრდილო კავკასიის ხალხებზე, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახიჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურებიასევე ჩერქეზები და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისითრომ უტყუარია -ჩვენ ერთი რასა ვართ

აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული (მეგრულიწარმოშობისაადანარჩენი კი ჩვენი მონათესავე აფსუა-ადიღელები არიან. არადა, აფხაზთა გონება საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ სრულიად შეცვალა და შეძლეს კიდეც თავისი საქმის აღსრულება...
კვლევის შედეგებმა ასევე წარმოაჩინა ქართველი ერის ისტორიული ერთიანობის უფრო მყარი საფუძველი 
- ვფიქრობდავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს

სქემებზე ჩანს მცირე გენეტიკური სიჭრელე ქართველებშიცეს საიდან მოდის?
- ეს არის აბსოლუტურად ყველა ერში... შერეული ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა - ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე მომდინარეობს ისტორიული მოვლენებიდანაც, თუმცამიუხედავადმონღოლებისა და სპარსელების თუ სხვა დამპყრობლების მუდმივი თდასხმებისაგენეტიკურ დონეზესაქართველოში მათ მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ...- ჩვენი მეზობელი ერების ეთნოგენეტიკური კვლევის შედეგები როგორია?

-
სომხები, ბერძნები და ირანელები ერთი ინდოევროპული ჯგუფიასომხეთში დარჩა მცირე ჯგუფიქალდეველებისა და ურარტუელებისარომლებიც გასომხდნენ და ეს კვალი მათ გენოფონდში ნათლად ჩანსძველიალბანელების გენოტიპი ფიქსირდება ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებშითურქებში საკუთარი შუააზიურიგენოტიპი დღეს მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენსდიდია მათში ქართული გენოფონდის წილიც...

რამდენად ძველია ესა თუ ის ჰაპლოჯგუფი, მუტაციების რაოდენობა განსაზღვრავს გენშიკვლევით დადგენილიაჩვენი გენების სიძველით ზუსტი თარიღი - 5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდეზოგადად, ეროვნების განმსაზღვრელი ანალიზი არ არსებობს და ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილება მსოფლმხედველობითი მომენტია და არა ბიოლოგიური ფაქტორი. ამის ნათელი მაგალითია შუშანიკი, აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი, რომელთაც დიდი ქართული საქმე გააკეთეს, როსტომ ხანი კი _ გენით ბაგრატიონი, დიდი ლუარსაბ I-ის შვილიშვილი ქართველთა მთავარ გადამგვარებლად და ყველაზე დიდ ანტიქართველად მოგვევლინა.










ტრანსკრიპცი
ტრანსკრიპცია დნმ-ის მოლეკულაზე საინფორმაციო რნმ-ის წარმოქმნის პროცესია, რომლებზეც დნმ-დან გადაიწერება მემკვიდრული ინფორმაცია ანუ ნუკლეოტიდების განლაგების თანმიმდევრობა.
ცილის სინთეზი უჯრედის ერტ-ერთ ორგანოიდში რიბოსომაში ხდება. გენსა და რიბოსომას შორის შუამავლის როლს ასრულებს ინფორმაციული რნმ. მისი სინთეზი ხდება გენის ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით. -რნმ-ის სინთეზში მონაწილეობს ფერმენტი - რნმ-პოლიმერაზა. პრომოტორი არის დნმ-ის უბანი, რომელსაც უკავშირდება რნმ-პოლიმერაზა და იწყება -რნმ-ის სინთეზი, ხოლო როდესაც რნმ-პოლიმერაზა მივა უბნამდე  - ტერმინატორი, სინთეზი მთავრდება.  -რნმ-ის სინთეზი ხდება ბირთვში არსებული თავისუფალი რიბო-ნუკლეოტიდებიდან კომპლემენტარობის პრინციპით გენის ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით. თითქოს გენში არსებული ინფორმაცია ცილის სტრუქტურის შესახებ გადაიწერება -რნმ-ზე. ამიტომ -რნმ-ის სინთეზს ტრანსკრიპციას უწოდებენ.
-რნმ- მატრიცულ-რნმ- უწოდებენ. rauazrobaa









გენეტიკური მუტაციების არსებობის შესახებ


გენეტიკური მუტაცია ცოცხალი მატერიის მემკვიდრული ინფორმაციის შემცველი სტრუქტურის უეცარი ცვლილებაა, რაც წარმოიქმნება გარემო ან ხელოვნურ ფაქტორთა ზემოქმედებით. მაშასადამე, არსებობს სპონტანურად და ინდუქციის (გარემო ფაქტორთა მოქმედების) გზით წარმოშობილი მუტაციები. მუტაციათა გამომწვევი ფაქტორები მრავალნაირია. მათ შორის მნიშვნელოვანია: γ-გამოსხივება, ქიმიური აგენტები. ადამიანის გენოტიპური დარღვევების უდიდესი ნაწილი იწვევს სიკვდილს-ლეთალს, დეფეტებსა და პათოლოგიებს, დაკავშირებულს გენურ და ქრომოსომულ მუტაციებთან.

ადამიანის დაავადებათა უმეტესობას იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, და სოკოები. ისინი თავს ესხმიან ადამიანს ორგანიზმს და მის ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევენ. თუმცა, ზოგიერთი დაავადება ჩანასახშივე ვლინდება, ასეთი ტიპის დაავადებებს მემკვიდრულს უწოდებენ. ისინი თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა.

მემკვიდრეობითი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენის ან ქრომოსომის მუტაცია, ანუ მისი პათოლოგიური ცვლილება, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ორგანოს ან სისტემის დაზიანება გამომჟღავნებული ფენოტიპურად.. ქრომოსომები უჯრედებში გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი უმცირეს ელემენტთა ჯგუფია. მათი დაზიანება ანუ მუტაცია ორგანიზმის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა ჰემოფილია, დაუნის სინდრომი, დალტონიზმი და სხვა. გენეტიკური დაავადებები მემკვიდრეობს. ისინი არიან დომონანტური ან რეცესიული, იმის მიხედვით ავადმყოფობაზე პასუხისმგებელი ალელი არის დომინანტური თუ რეცესიული.
1956 წელს აღმოჩენილ იქნა ქრომოსომების კარიოტიპი. ქრომოსომების 23-ე წყვილი სასქესო ქრომოსომები ანუ გონოსომებია. ქალებში ორივე არის იდენტური, X ქრომოსომად წოდებული, მაშინ როდესაც მამაკაცებში ისინი არიან განსხვავებული: ერთი არის X ქრომოსომა და მეორე უფრო პატარა Y ქრომოსომა მატარებელი TDF გენისა, პასუხისმგებელი მამაკაცის ფენოტიპზე. ადამიანის უჯრედი, რომელიც შეიცავს ქრომოსომათა 23 უნიკალურ წყვილს წარმოადგენს ადამიანის უჯრედის გენომს, სადაც შესაძლებელია ჩანასახში უკვე წარმოდგენილი იქნას მემკვიდრული დარღვევები, როგორც ცალკეულ ქრომოსომებზე ასევე გენებზე. ღოგორც ცნობილია, ადამიანის უჯრედი შეიცავს დაახლოებით 30 000 გენს.

მემკვიდრული დაავადებების ორი გამომწვევი მიზეზი არსებობს. პირველი, ყველაზე უფრო გავრცელებული გენისა ან ქრომოსომის მუტაცია, რასაც მოჰყვება სხვადასხვა óორგანოს ან სისტემის დაზიანება.
მემკვიდრეობითი დაავადებების გამომწვევ მეორე მიზეზად, კი გენში შემავალი ქრომოსომათა არასწორი რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ქრომოსომები და მათ მიერ მატარებელი გენები ჯანმრთელ ორგანიზმში წყვილად არიან წარმოდგენილი, ხოლო დაავადებულ ორგანიზმებში მათი რიცხვი განსხვავებულია.
გენის მუტაციამ ან მისმა ნაკლებობამ სერიოზული გავლენა შეიძლება გამოიწვიოს. ნაკლოვანების სერიოზულობა დამოკიდებულია გენის სახეობაზე. თუმცა, ცნობილია, რომ მაგალითად, თმის ფერის გენის არქონა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მშობლისგან მიღებული დეფექტური გენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ გართულებებს, თუ იგი დომინანტურია და თუ ის ნორმალურ გენს თრგუნავს.

ალბინიზმი, რომელიც ადამიანში ღია ფერის კანით, თეთრი თმითა და ვარდისფერი გუგებით ვლონდება დამთრგუნველი დომინანტური გენით ვითარდება. გენური მუტაცია ქრომოსომის გარკვეულ უბანში მომხდარი მორფოლოგიურად შეუმჩნეველი ცვლილებაა. დღეისათვის მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით კი შესაძლებელია ამ ცვლილებების გაშიფვრა და გაანალიზება. გაანალიზების შემთხვევაში კი გზების ძიება პაციენტის გამოჯანმრთელებისა და დახმარებისათვის.




                 ალკოჰოლისა და თამბაქოს  გავლენა









































No comments:

Post a Comment