ს ი ლ ა ბ უ ს ი
სილაბუსი 2014- 2015 სასწავლო წელი
განხილულია: შეთანხმებულია
ქალაქ რუსთავის # 11 საჯარო სკოლა
საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე:
დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს მ ო ა დ გ ი ლ ე: |ნ. გორდეზიანი|
ბ ი ო ლ ო გ ი ა
ამტკიცებს სკოლის დირექტორი: / გ. შეყილაძე/
სწავლების კლასი- VII
სასწავლო საგნის სწავლების ხანგრძლივობა ორი სემესტრი
საათების რაოდენობა : 3 6 სთ (კვირაში ერთი საათი)
მასწავლებელი: აზა მიმინოშვილი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ამოცანები:
ცოდნა:
- ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
- გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
- დაკვირვება, აღწერა;
- კვლევის საგნის განსაზღვრა;
- კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
- აღრიცხვა;
- კლასიფიკაცია;
- გაზომვა;
- კომუნიკაცია;
- მონაცემების ინტერპრეტაცია;
- განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
- ცდის დაგეგმვა;
- ცდის ჩატარება;
- მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
- მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
- ინტერესი ბიოლოგიის მიმართ;
- ბიოლოგიის მნიშვნელობის გააზრება;
- ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
- თანამშრომლობის სურვილი;
- გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
- უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
საბაზო საფეხური . სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეს კიდევ უფრო მეტად უვითარდება შემეცნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ის მოვლენების გარეგნული აღწერიდან გადადის მოვლენათა არსის წვდომაზე, შეიმეცნებს ძირითად ფიზიკურ, ქიმიურ კანონებს და ბიოლოგიურ კანონ-ზომიერებებს. მოსწავლე იწყებს ემპირიული გზით სამყაროს აღქმას,
შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
· კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
· სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
· ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
· კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
· პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
შემოქმედებითად აზროვნებას, ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
· კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
· სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;
· ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება;
· კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
· პრეზენტაცია (გრაფიკების, დიაგრამების, მოდელის შექმნა).
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
ბუნ.VII.2 მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა
ბუნ.VII.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემებთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით
ბუნ.VII.4მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ბუნ.VII. 5მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე.
ბუნ.VII.6მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო დაასაბუთოს გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა
ბუნ.VII.7მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება,გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება განსხვავებაზე.
პროგრამის შინაარსი
6. უჯრედი
1.ორგანიზმების საშენი მასალა 2. გამადიდებელი ხელსაწყოები 3. მიკროპერეპარატის მომზადება 4. უჯრედის ფორმის მრავალფეროვნება 5. ორგანიზმის ორგანიზაციული დონეები 6. პლაზმური მემბრანა. უჯრედის კედელი და ციტოპლაზმა 7. უჯრედის ორგანოიდები 8. ბირთვი 9. უჯრედის ზრდა გაყოფა 10. პროკარიატული და ეუკატიოტული უჯრედები 11. მიკრობები 12. სასარგებლო მიკრობები 13. მიკრობების როლი ბუნებაში 14 მავნე მიკრობები VIთავის შეჯამება ტესტები თვითშეფასებისთვის
7. ორგანიზმთა გამრავლება და განვითარება
1 გამრავლება 2. უსქესო გამრავლება 3. მცენარეთა გამრავლება და სასიცოცხლო ციკლი 4. ყვავილოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი 5. თესლის აგებულების შესწავლა 6. შიშველთესლოვანების გამრავლება და განვითარება 7. სქესობრივი გამრავლება ცხოველებში 8.ცხოველთა ინდივიდუალური განვითარება ტესტები თვითშეფასებისთვის
8.ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია
1.კლასიფიკაცია 2. ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია 3. ვარიაცია 4 პროტისტები 5. სოკოების სამეფო 6. მცენარეთა სამეფო 7. რკვევა 8. ცხოველთა სამეფო 9. ნაწლავღრუიანები. ჭიები, მოლუსკები 10. ფეხსახსრიანები 11.თევზები, ამფიბიები და ქვეწარმავლები 12. ფრინველები და ძუძუმწოვრები VIII თავის შეჯამება. ტესტები თვითშეფასებისთვის
საკლასო მენეჯმენტის ხერხები: ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში. მთელ კლასთან.
მეცადინეობის ფორმები: ლექციური,ლაბორატორიული...
სწავლების მეთოდები (აქტივობები)-გონებრივი იერიში, ტექსტზე მუშაობა, ვენის დიაგრამა, დისკუსია, ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე., როლური თამაში, პროექტები, ჯაჭვური თხრობა. სააზროვნო სქემები.
გაკვეთილის ტიპები: ახსნის, განმტკიცების, კომბინირებული, შემაჯამებელი
.
შეფასება ტესტირება, დემონსტრირება
გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
1) საშინაო დავალება
დავალების ტიპები: საშინაო ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2. საკლასო დავალება
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
- სააზროვნო უნარ-ჩვევები;
- კვლევის უნარ-ჩვევები;
- პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
- სოციალური უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- თვითმართვის უნარ-ჩვევები.
ფასდება შემდეგი უნარები:
- სააზროვნო უნარ-ჩვევები;
- კვლევის უნარ-ჩვევები;
- პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- სოციალური უნარ-ჩვევები;
- თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი დავალება
შემაჯამებელი დავალების ფორმები: რეფერატი, პროექტი, ტესტირება, საკონტროლო წერა
შემაჯამებელი დავალებები რაოდენობა:
I სემესტრი: 1
II სემესტრი: 2
ფასდება შემდეგი უნარები:
1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5. სოციალური უნარ-ჩვევები;
6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
საგანმანათლებლო რესურსები:
მოსწავლის წიგნი ა) მალხაზ მაყაშვილი, რუსუდან ახვლედიანი ბიოლოგია. მე-7 კლ. გამომცემლობა: „კლიო“, „მერიდიანი“
-სამუშაო რვეული;
-მასწავლებლის წიგნი;
-ტაბულები;
-პლაკატები;
-მულაჟები;
- მოდელები;
-ვიდეო;
-სლაიდები;
-დისკები.
ბ) დამხმარე ლიტერატურა:
1.აკიმუშკინი.“სახალისო ბიოლოგია“
2. ა.გეგეჭკორი „დედაბუნება“
სამუშაო დისციპლინა
გაცდენების დასაშვები რაოდენობა: 1 1 საათი წელიწადში
წახალისების ფორმები: სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართვა.
No comments:
Post a Comment