ექსკურსიები

Sunday, July 5, 2015

ს ი ლ ა ბ უ ს ი XI კ ლ ა ს ი

          ს ი ლ ა ბ უ ს

სილაბუსი  2014-  2015  სასწავლო  წელი


განხილულია:                                                  შეთანხმებულია


                                                  ქალაქ  რუსთავის   #  11   საჯარო   სკოლა

საბუნებისმეტყველო       კათედრის                      გამგე:  

დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს              მ ო ა დ გ ი ლ ე:                                   |ნ.  გორდეზიანი|
                        

                                                                               ბ ი ო ლ ო გ ი ა

ამტკიცებს      სკოლის   დირექტორი:                                             /გ. შეყილაძე/


სწავლების       კლასი-          X I

სასწავლო  საგნის   სწავლების ხანგრძლივობა   ორი  სემესტრი                                                    საათების     რაოდენობა:    72 სთ  (კვირაში  ორი  საათი)

                                                                
     მასწავლებელი:      აზა    მიმინოშვილი.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
·           ინტერესი ბიოლოგიის  მიმართ;
·           ბიოლოგიის  მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.


საშუალო საფეხური  (X- XII კლასები)
XI  კლასი სწავლების ბოლო საფეხურია. ამ დროს ღრმავდება საბუნებისმეტყველო განათლება, საფუძველი ეყრება პროფესიულ ცოდნას, რათა საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლის გაგრძელება, სრულფასოვანი განათლების მიღება და თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიაზროს საბუნებისმეტყველო დარგში მუშაობის თავისებურებანი, დააფასოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისათვის და გაცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მას, როგორც მკვლევარს და მოქალაქეს.
სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე ივითარებს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
·           პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე.
·            
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:


კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

კვლ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ბიოლ.X1.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და     ინდივიდური განვითარების ფორმები.

ბიოლ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის  ფორმებზე.

ბიოლ.XI.7.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების და  მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.

ბიოლ.XI.8.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესები.

 ბიოლ.XI.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე.

ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.
პროგრამის შინაარსი

ორგანიზმთა გამრავლება და ინდივიდური განვითარებაორგანიზმთა გამრავლების მნიშვნელობამიტოზიუსქესო გამრავლებასქესობრივი გამრავლებასასქესო უჯრედების ჩამოყალიბება (გამეტოგენეზი) მეიოზი, მატრიცული სინთეზის რეაქციები, დნმ-ის კოდი, გენი, როგორც მემკვიდრეობის ერთეული, განაყოფიერება ცხოველებში, განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებშიორგანიზმთა ინდივიდური განვითარება (განვითარების ემბრიონული პერიოდი; განვითარების პოსტემბრიონული პერიოდი).

გენეტიკა და სელექცია.  რას შეისწავლის გენეტიკა მენდელის მიერ დადგენილი კანონზომიერებები (ერთგვარობის კანონი,  დათიშვის კანონი,  გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის კანონი)არასრული დომინირება, მემკვიდრეობის კანონების ციტოლოგიური დასაბუთება,  სქესი და სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაგენთა შეჭიდულობაადამიანის გენეტიკა (შესწავლის ზოგიერთი მეთოდი, მემკვიდრული დაავადებები), შემთხვევითი და კანონზომიერი მოვლენები გენეტიკაში, გენური ინჟინერიის ზოგადი დახასიათება, ცვალებადობა და მისი ფორმები (არამემკვიდრული და მემკვიდრული ცვალებადობა)მოდიფიკაციური ცვალებადობამუტაციური ცვალებადობა (გენური, ქრომოსომული და გენომური),
სელექცია და გენეტიკა (სელექციის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები).

ევოლუცია. შეხედულებები ცოცხალი სამყაროს ევოლუციის შესახებ: დარვინის ევოლუციური თეორია. დარვინის მოძღვრება ხელოვნურ და ბუნებრივ გადარჩევაზე.  
ევოლუციის სინთეზური თეორია. პოპულაცია. სახეობა. მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები: მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია, ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის ფორმები (მასტაბლიზებელი, მამოძრავებელი). მიკროევოლუციის საბოლოო შედეგი: შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოქმნა. მაკროევოლუცია და მისი დამამტკიცებელი საბუთები (ემბრიოლოგიური, პალეონტოლოგიური). ჰეკელ-მიულერის ბიოგენეტიკური კანონი.
ევოლუციის მიმართულებები: აროგენეზი, ალოგენეზი და კატაგენეზი (ანუ ზოგადი დეგენერაცია). ევოლუციის კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია).

ეკოლოგია. ეკოლოგია და ეკოსისტემები, კვებითი ურთიერთობები: კვებითი ჯაჭვები და კვებითი ქსელები, კვებითი ურთიერთობები: მასის და რიცხობრიობის პირამიდები.
პოპულაციის რიცხობრიობაზე მოქმედი ფაქტორები, გახრწნა - ბუნებრივი პროცესი. ნახშირბადის მიმოცვლა, აზოტის მიმოცვლა, ადამიანის პოპულაციის ზრდა. ადამიანი და გარემო: ატმოსფეროს, წყლის და ნიადაგის დაბინძურება,  ადამიანის  დადებითი მოქმედება  გარემოზე: ბუნების დაცვა, ადამიანის მიერ ეკოსისტემების მართვა: მეთევზეობის მეურნეობა, მებაღეობა, პარაზიტების კონტროლი.

ადამიანი და მიკროორგანიზმები ჯანმრთელობა და დაავადებაპათოგენები -   დაავადებების გამომწვევებიბაქტერიებისოკოები, ჭიები - დაავადების გამომწვევებიდაავადებების პრევენცია:  უსაფრთხო წყალი და საკვებიინდივიდუალური და საერთო დაცვა დაავადებებისგან ბრძოლა ინფექციებთანანტისხეულები და იმუნური პასუხიიმუნოლოგიის გამოყენება. მძიმე ინფექციური დაავადებები (შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი პრევენცია. შიდსის გავრცელება მსოფლიოსა და საქართველოში. 
საკლასო  მენეჯმენტის  ხერხები:  ჯგუფური,    ინდივიდუალური..წყვილებში.  მთელ კლასთან..

მეცადინეობის  ფორმები;  ლექციური,  სემინარული,  ლაბორატორიული....

სწავლების    მეთოდები  (აქტივობები)-გონებრივი იერიში, ტექსტზე მუშაობა,  ვენის დიაგრამის შედგენა, ამოცანებისა  და  სავარჯიშოების  ამოხსნა,პრეზენტაცია,  რეფერატის მომზადება,  დისკუსია,  დაკვირვება, ანალიზი,  მინი ლექცია,   აქტიური  ლექცია, ექსპერიმენტის ჩატარება,  კითხვა- პასუხი,  ცდის ჩატარება, დებატები,  სემინარები,  შეჯამების     ჩარჩო, კუბის მეთოდი,    ნათელი  და  ბუნდოვანი,
გაკვეთილის ტიპები:     ახსნის,  განმტკიცების, კომბინირებული, შემაჯამებელი.,...ტ

შეფასება   ტესტირება,  დემონსტრირება
გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
1.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
2.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
3. სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
საშინაო დავალება;
საკლასო  დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
1) საშინაო დავალებ

დავალების ტიპები: საშინაო  ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება,  კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2. საკლასო დავალებ
დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    სოციალური უნარ-ჩვევები;
5.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
3) შემაჯამებელი დავალებ
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები აფასებს საბუნებისმეტყველო საგნების  სტანდარტით განსაზღვრული  შედეგების მიღწევის დონეს.
შემაჯამებელი დავალების ფორმები:  რეფერატი, პროექტი, ტესტირება, საკონტროლო წერა
შემაჯამებელი დავალებები რაოდენობა:
სემესტრი: 2
II სემესტრი: 3
ფასდება შემდეგი უნარები:
  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.


საგანმანათლებლო რესურსები:

ა)  მარინა სეხნიაშვილიმარინა ჯალიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი- ბიოლოგია , მე-11 კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა: „კლიო“, „მერიდიანი“ო;
-
-მასწავლებლის  წიგნი;
-  სამუშაო  რვეული;
-  ტაბულები;
-  პლაკატები;
-  მულაჟები;
-  მოდელები;
- ვიდეო;
-სლაიდები;
-დისკები.

ბ)   დამხმარე  ლიტერატურა:
1.აივენგო შათირიშვილი., სულხან ცაგარელი. ბიოლოგია
2. მარინა სეხნიაშვილი. გენეტიკის ამოცანათა კრებული
გ)  საგანმანათლებლო  ელოქტრონული  რესურსები: http://www.youtube.com/, vicipedia.com,  google.com

სამუშაო დისციპლინა
გაცდენების  დასაშვები    რაოდენობა:  22  საათი  წელიწადში

წახალისების  ფორმები:    სხვადასხვა  ღონისძიებებში    აქტიური   ჩართვა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

No comments:

Post a Comment